03:39 - 13 Apr, 2026
|
2017-06-22 16:06:12, 788 ნახვა
სამხედრო
ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი მარტინ სტროპნიცკი იმყოფება. თავდაცვის სამინისტროში ქართველ კოლეგასთან შეხვედრამდე, ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი გმირთა მოედანზე იმყოფებოდა. მარტინ სტროპნიცკიმ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო დაღუპული სამხედროების ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკო. ეროვნული გვარდიის სამხედრო ორკესტრის მიერ ჩეხეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა. დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ, ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებმა და გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)