18:53 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-13 11:23:08, 648 ნახვა

სამხედრო
„კავკასიის არწივი 2017“-ის ფარგლებში საჩვენებელი სწავლება გაიმართა

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების სამმხრივის წვრთნების - „კავკასიის არწივი 2017“ ფარგლებში, ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სასროლეთზე საჩვენებელი სწავლება გაიმართა.

თავადაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სცენარი ვერტმფრენიდან დესანტირებას, ავიაციით და საცეცხლე მხარდაჭერით ობიექტის განადგურებას, მძევლის გათავისუფლებას, ასევე დაშავებულის ევაკუაციას და შენობის განადგურებას მოიცავდა. სწავლებაში სამივე ქვეყნის შეიარაღებული ძალების მოიერიშე და მხარდამჭერმა ქვედანაყოფებმა, ასევე საჰაერო კომპონენტებმა მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე, სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე და თურქეთის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთი დაესწრნენ.

სპეციალური ოპერაციების დანაყოფების ერთობლივი სწავლება „კავკასიის არწივი 2017“ საქართველოში პირველად მიმდინარეობს. აღნიშნულ სწავლებას თურქეთის რესპუბლიკამ მანამდე ორჯერ უმასპინძლა. სწავლების მიზანს სამი ქვეყნის სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფების ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ასევე სპეციალური ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობების განვითარება წარმოადგენს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics