20:24 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-07 14:56:16, 671 ნახვა

სამხედრო
უკრაინის თავდაცვის მინისტრი გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ეწვია

საქართველოში ვიზიტით მყოფი უკრაინის თავდაცვის მინისტრი გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ეწვია.

არმიის გენერალ სტეფან პოლტორაკს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უმასპინძლა.

ცენტრის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა რომან ქავთარაძემ უკრაინელ სტუმრებს სერჟანტთა მომზადების ცენტრის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და მისი ისტორია და სტრუქტურა გააცნო, შემდეგ კი, მიმდინარე კურსებისა და ცენტრის სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

სერჟანტთა მომზადების ცენტრის ხელმძღვანელობამ მინისტრის კითხვებსაც უპასუხა და უკრაინულ მხარეს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. მოგვიანებით სტუმრებმა სერჟანტთა მომზადების ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. არმიის გენერალ სტეფან პოლტორაკს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია მასპინძლობს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, არმიის გენერალი სტეფან პოლტორაკი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. უკრაინის თავდაცვის მინისტრი გმირთა მოედანსაც ესტუმრება და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics