2015-03-13 11:19:46, 355 ნახვა
სამართალი
მესტიაში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა ყოფილი თანამშრომელი მოკლა
მესტიაში, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა ყოფილი თანამშრომელი მოკლა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ, ურთიერთშელაპარაკებისას მოხდა.
მომხდარის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შემდეგ ყოფილი მესაზღვრე ადგილზე გარდაიცვალა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაჭრილია შემთხვევის ადგილზე მყოფი კიდევ ერთი პირი.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
მკვლელობის ფაქტს პროკურატურა იძიებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან