14:01 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-06 19:49:25, 639 ნახვა

სამხედრო
სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო ვაკანსიას აცხადებს

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო, სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს წევრის მიღების მიზნით, ვაკანსიას აცხადებს (არაანაზღაურებადი). 

ვაკანსია ცხადდება აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს წევრის ერთ ადგილზე, არასამთავრობო ორგანიზაციის კვოტით. სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს წევრობის უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, რეგისტრაციაში გატარების მომეტისთვის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას ითვალისწინებს. 

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთმანეთში კონსულტაციებისა და შეთანხმების შედეგად, კანდიდატურა საბჭოში მითითებულ ვადაში უნდა წარადგინონ. იმ შემთხვევაში, თუ კონსულტაციების შედეგად შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა, არასამთავრობო ორგანიზაციას უფლება ენიჭება კანდიდატურა დამოუკიდებლად წარადგინოს. 

ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებულ წერილობით მიმართვას თან უნდა ერთვოდეს ორგანიზაციის წესდების ასლი ნოტარიულად დამოწმებული სახით. კანდიდატურის წარდგენა შესაძლებელია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში წერილობითი ფორმით, ან ელექტრონულად მისამართზე - g.ujmajuridze@moc.gov.ge, 2016 წლის  7  სექტემბრიდან  14 სექტემბრის 18:00 საათამდე. დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სატელეფონო ნომერზე - 231 27 47 (7420). 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics