14:23 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-02 18:35:35, 753 ნახვა

Lifestyle
მანანა კობახიძე: ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს

კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით რეფერენდუმი უნდა გაიმართოს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

კობახიძე სექსუალურ უმცირესობათა ქორწინების უფლების შეზღუდვას არ ეთანხმება, თუმცა მიიჩნევს, რომ როდესაც 200 000 ხელმოწერით გამყარებული მოთხოვნა არსებობს, ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება აუცილებელია

 „ცესკომ პრეზიდენტს რეფერენდუმის დანიშვნის თაობაზე მიმართაო... ჯერ კიდევ საპარლამენტო უმრავლესობის (რესპუბლიკელების გარდა) სურვილიც და ძალისხმევაც იყო ის, რომ კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილება, სწორედ პარლამენტს განეხორციელებინა. ბოლომდე მართალი რომ ვიყო, ვიტყვი, რომ ამ საქმეში თავისუფალი დემოკრატებიც ჩვენთან იყვნენ, სამწუხაროდ, პარლამენტმა ეს ვერ მოახერხა( კვორუმის არარსებობის გამო) თუმცა სახალხო განხილვებზე ყველგან ჩვენ მოვისმინეთ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დადებითი განწყობა რეფერენდუმისადმი, ამიტომ, როდესაც ეს მოთხოვნა უკვე 200 000 ხელმოწერითაა გამყარებული, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ვინაა ამის ინიციატორი თუ ავტორი, ეს არის საზოგადოების ლეგიტიმური მოთხოვნა და რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს! ამის საჭიროებაში კიდევ უფრო დამარწმუნა იმ ათეულობით მომართვამ, წერილმა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მივიღე, როგორც ვიცე-სპიკერმა, იმ მოთხოვნით, რომ უკან გავითხოვოთ კონსტიტუციური კანონპროექტი და არ დავუშვათ სექსუალურ უმცირესობათა ქორწინების უფლების შეზღუდვა ამ ცვლილებით( რასაც, რა თქმა უნდა არ ვიზიარებ) როგორც ჩანს, საქართველოს კონსტიტუცია უდავოდ საჭიროებს ქორწინების დეფინიციის უფრო დაკონკრეტებას და სიტყვასიტყვით მითითებას ქალისა და მამაკაცის კავშირზე, რათა აშკარაა რისკი სამომავლოდ ბევრად უფრო ფართო ინტერპრეტაციებისა და შინაარსის იმგვარად წაკითხვის, როგორც არასოდეს უფიქრიათ და უგულისხმიათ კონსტიტუციის ავტორებს, თუ მაშინდელ კანონმდებლებს“, - წერს კობახიძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics