19:11 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-17 13:02:27, 630 ნახვა

სამხედრო
სამხედრო საინჟინრო ბრიგადის საინჟინრო ასეულის წვრთნები დასრულდა

ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ნდობის ფონდის პროექტ „საქართველო IV“-ის ფარგლებში საინჟინრო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ფეთქებადი საბრძოლო მასალების განადგურების კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო საინჟინრო ბრიგადის საინჟინრო ასეულის პირადი შემადგენლობა იყო ჩართული.

ცერემონიას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე, წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე, საინჟინრო ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი გოჩა შავგულიძე და ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სამხედრო მოსამსახურეებს პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ სიტყვით მიმართა, წვრთნების დასრულება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ცნობისთვის, საბრძოლო მასალების განადგურების სწავლება 3 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 10 სამხედრო მოსამსახურე იყო ჩართული. სწავლება თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. საბრძოლო მასალების განადგურების სწავლება ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ინჟინრებმა ჩაატარეს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics