13:06 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-23 16:54:18, 598 ნახვა

სამხედრო
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი გოგონათა პირველი ნაკადის მიღებისთვის ემზადება

გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი, პოლკოვნიკი ალექსი კეკელია, მთავარი სერჟანტი იაკობ მარუაშვილი და სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის საერთაშორისო კომუნიკაციების სამმართველოს უფროსი ბექა კობახიძე 2016 წლის 16-20 მაისს რუმინეთში, ქალაქ ბრეაზას დიმიტრი კანტემირის სახელობისა და ქალაქ ალბა იულიას მიჰაი მამაცის სახელობის სამხედრო ლიცეუმებში იმყოფებოდნენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორივე ლიცეუმს ევროკავშირის მიერ მინიჭებული „ევროპული სკოლის“ სტატუსი აქვს. ქართულმა მხარემ რუმინული სამხედრო ლიცეუმების მაგალითზე საუკეთესო ევროპული გამოცდილება შეისწავლა. გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ხელმძღვანელობის განსაკუთრებული ინტერესის საგანს სასწავლო პროცესსა და საცხოვრებელ გარემოზე დაკვირვება, მატერიალურ-ტექნიკური და საკანონმდებლო ბაზების შესწავლა წარმოადგენდა.

რუმინული სამხედრო ლიცეუმები თავიანთ რიგებში გოგონებს 2001 წლიდან იღებენ. 2016 წლის სექტემბერში საქართველოში კადეტი გოგონების პირველი ნაკადის მიღება ქართულ რეალობაზე ადაპტირებულ რუმინულ გამოცდილებას დაეფუძნება.

მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებასა და გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. 2017 წელს რუმინული მხარე საპასუხო ვიზიტით გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ეწვევა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics