14:39 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-19 08:44:36, 407 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილის პარლამენტმა არაღიარებაზე რეპრესიული კანონი მეორე მოსმენით მიიღო

 83 - მომხრე, 9 - წინააღმდეგი - „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა გრანტებისა და პარტიების შესახებ კანონებში ცვლილებებს.

"ქართული ოცნების" კანონპროექტით, კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება და ბიზნესსუბიექტების პოლიტიკური აქტივობა რეგულირდება.  ფართოვდება გრანტის განმარტება და გრანტების შესახებ კანონის დარღვევა 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

მეორე მოსმენითვის კანონპროექტში ჩაიწერა, რომ ტერმინი „გაცხადებული საარჩევნო მიზანი“ იცვლება ტერმინით – „გაცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზანი“.

"ოცნების" მიერ მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტით, პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში აეკრძალება მას, ვინც უცხოური ინტერესების გამტარ ორგანიზაციაში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო შემოსავალი.

ცნობილია, რომ კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება - [კოდექსს ემატება 316-ე პრიმა მუხლი – ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტიცური წყობილების წინააღმდეგ].

ამ მუხლის მიხედვით, 3 წლამდე ციხით, ჯარიმით ან გამასწორებელ სამუშაოებით დაისჯება:
• საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ;
• საქართველოს ხელისუფლების ორგანოების მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ;
• საქართველოს ხელისუფლების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ;
• საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად წარმოჩენა;
ან ამავე პირის მიერ სხვა სისტემატური მოქმედება, თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ქმედება მიმართულია: საქართველოს კონსტიტუციის; კონსტიტუციური წყობილების; კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს საქართველოს ინტერესებს ან ქმნის ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავადდა
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics