07:33 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-11 10:49:41, 363 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი ამჯერად შვედეთს უპირისპირდება

საქართველოს შესახებ მორიგი დეზინფორმაციის გავრცელების ნაცვლად, გაცილებით ადეკვატური იქნებოდა, შვედეთის ხელისუფლებას ჯერ „მაიდნისკენ მოწოდებაზე“ გაეკეთებინა განმარტება, – ამის შესახებ ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ძალადობრივი სცენარების წახალისება და მათი შემდგომი გამართლება სხვაა, მეგობრობა – სხვა.

„„შვედეთი რჩება ქართველი ხალხის მეგობრად“ – განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. შეგახსენებთ, რომ ეს განცხადება ეკუთვნის იმავე ხელისუფლების საგარეო უწყებას, რომლის წარმომადგენელმა საჯაროდ მოუწოდა ქართველ რადიკალებს „მაიდნის“ მოწყობისკენ. ამ მოწოდებიდან რამდენიმე დღეში „მოლოტოვის კოქტეილებით“ და პიროტექნიკით შეიარაღებულმა მოძალადეებმა სცადეს საქართველოს პარლამენტის შენობის დაწვა, თავს დაესხნენ და მძიმე დაზიანებები მიაყენეს ათეულობით პოლიციელს, რის შედეგადაც ერთ-ერთმა პოლიციელმა მხედველობა დაკარგა.

ამ ფონზე, საქართველოს შესახებ მორიგი დეზინფორმაციის გავრცელების ნაცვლად, გაცილებით ადეკვატური იქნებოდა, შვედეთის ხელისუფლებას ჯერ „მაიდნისკენ მოწოდებაზე“ გაეკეთებინა განმარტება და წუხილი მაინც გამოეთქვა საკუთარი წარმომადგენლის ამ უპასუხისმგებლო და ბოროტი ქცევის გამო.

„ქართველი ხალხის მეგობრობა“ სიტყვებით არ იზომება. მეგობრობა პასუხისმგებლობით, ქართველი ხალხის სუვერენიტეტისა და კონსტიტუციური წესრიგის პატივისცემით მტკიცდება. ძალადობრივი სცენარების წახალისება და მათი შემდგომი გამართლება სხვაა, მეგობრობა – სხვა. მათ შორის დიდი ზღვარია“, – წერს პაპუაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics