09:29 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-09 17:40:36, 680 ნახვა

პოლიტიკა
თსუ და სტუ აღარ გაერთიანდება

ქართული ოცნების პრემიერის ირაკლი კობახიძის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება. 

ეს განცხადება მან ბრიფინგზე, სტუ-ს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ე.წ. განათლების რეფორმის შესაბამისად, სტუ - "წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად" გარდაიქმნება. 

"ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. გარდა ამისა, ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი პრინციპის შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად, ეს იყო ჩვენი უმაღლესი განათლების კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, შესაბამისად, ტექნიკურ უნივერსიტეტში ისწავლება მომავალში მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ისწავლებოდა, შესაბამის პროგრამაში შედიოდა.

ასევე, მოგახსენებთ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადდება მიღება იმ დისციპლინებზე, რომლებიც 1990-იან წლებამდე არ შედიოდა ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში. შესაბამისად, ტექნიკური პროფილის არმქონე სასწავლო პროგრამები მომდევნო 2 წლის განმავლობაში დარჩება მილევად რეჟიმში. ანუ, აღარ ერთიანდება ორი უნივერსიტეტი, რაც შეეხება არატექნიკურ მიმართულებებს, ისინი დარჩება მილევად რეჟიმში, შესაბამისად, ამ წლიდან უკვე ტექნიკურ უნივერსიტეტში შესაბამის სპეციალობებზე მიღება აღარ გამოცხადდება", - თქვა კობახიძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics