|
2026-02-09 13:12:40, 368 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინა ევროპის მასშტაბით იარაღის საექსპორტო 10 ცენტრის გეხსნას გეგმავს
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა ევროპის მასშტაბით, მათ შორის სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში იარაღის საექსპორტო 10 ცენტრის გახსნას გეგმავს. Kyiv Post-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინა გეგმავს ჭარბი სამხედრო აღჭურვილობის ექსპორტს და მიღებული თანხით საკუთარი ძალებისთვის საჭირო იარაღის შეძენას. ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დრონების წარმოებას გერმანიაშიც დაიწყებენ, ამავდროულად, საწარმოო ხაზი დიდ ბრიტანეთში უკვე ფუნქციონირებს. "დღეს ჩვენ ვხსნით ექსპორტს. არაუგვიანეს 2026 წლიდან ევროპის მასშტაბით, ბალტიისპირეთის და სკანდინავიის ქვეყნებში საექსპორტო ათი ცენტრი დაიწყებს ფუნქციონირებას. ასევე, 2026 წლიდან ათი წარმომადგენლობა იქნება აქტიური. თებერვლის შუა რიცხვებისთვის უკვე ვიხილავთ ჩვენი დრონების გერმანიაში წარმოებას", - დაწერა მან სოციალურ ქსელში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)