14:20 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-19 12:42:28, 11539 ნახვა

პოლიტიკა
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამოაქვეყნოს [კამიტზე] გამოძიების შედეგები - ბრიტანეთის საგარეო

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გამოაქვეყნოს გამოძიების შედეგები გასული წლის აქციების დარბევისას ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით.

"მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამოაქვეყნოს იმ გამოძიების შედეგები, რომელიც, მათი თქმით, ამ ბრალდებებთან დაკავშირებით ჩაატარა და კვლავაც მოვუწოდებთ მათ, დაიცვან შეკრების თავისუფლების უფლება და პასუხისგებაში მისცენ მომიტინგეების წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალადობისთვის პასუხისმგებელი პირები",- აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრმა, ბარონესა ჩაპმენმა საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის სახელით უპასუხა კითხვას, იმის შესახებ, იგეგმება თუ არა სანქციების დაწესება საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობამ აკრძალული ქიმიური ნივთიერებები გამოიყენა 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად.

ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, აქციების დროს პოლიციის მიერ "კამიტის" შესაძლო გამოყენების ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები ამოწურულია. როგორც უწყებაში 6 დეკემბერს განაცხადეს, შსს-ს "კამიტი" არასდროს შეუძენია. სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ როგორც გამოძიებით დადგინდა, 2024 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში აქციებზე გამოყენებული ნივთიერება იყო "ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი", რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს "პროპილენ გლიკოლის" ხსნარი. სუს-ის თანახმად, აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი განეკუთვნება აკრძალულ კატეგორიას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics