18:40 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-15 11:50:45, 7223 ნახვა

პოლიტიკა
ლიეტუვის საგარეო მინისტრი: საქართველოში დემოკრატიულ ინსტიტუტებს სანდოობა რომ დაუბრუნდეთ, საჭიროა თავისუფალი არჩევნები

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა ​ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ლიეტუვა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დიდი მხარდამჭერია.

მისი თქმით, საქართველოში დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და პროცესებს სანდოობა რომ დაუბრუნდეთ, საჭიროა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

„ამ ვითარებიდან გამოსავალი ის არის, რასაც ჩვენ ერთი წლის წინაც ვაცხადებდით. ჩვენ საქართველოში სანდოობა უნდა დავუბრუნოთ დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და პროცესებს. ეს არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ დეგრადირებასა და დემოკრატიის უკუსვლას. ეს იმედგაცრუებას იწვევს. განსაკუთრებით იმ დიდი მოლოდინების ფონზე, რომლებიც ლიეტუველ ხალხს აქვს და ასევე მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ევროპული პერსპექტივის მოლოდინები. ჩვენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დიდი მხარდამჭერები ვართ.

მე ჯერ კიდევ მჯერა საქართველოს ევროპული მომავლის. თუმცა, ის არ შეესაბამება მიმდინარე ვითარებას და იმ ზომებს, რომლებსაც მიმდინარე რეჟიმი მიმართავს პოლიტიკური ოპოზიციისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ. ეს სრულიად მიუღებელია. მე ამით იმედგაცრუებული ვარ. ჩვენ გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების მხარდაჭერას. იმედი მაქვს, ქართული რეჟიმი პოზიციას შეიცვლის და სტრატეგიას გადახედავს, სად არის საქართველო“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics