17:17 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-15 11:17:45, 6622 ნახვა

პოლიტიკა
მარტა კოსი: იმედი მაქვს, ხალხის მხარდაჭერით საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება ევროპულ გეზს, ეს მათ ხელშია

ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო უკან იხევს, ისე როგორც არც ერთი სხვა ქვეყანა, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

როგორც კოსი აცხადებს, მას იმედი აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროპულ გეზს დაუბრინდება.

„ჩვენ ველოდებით, რომ თუ ქვეყანას სურს წინ წაწევა ევროპულ გზაზე, მაშინ ისინი განსხავავებულად უნდა მოიქცნენ. ეს ეხება მთავრობას. და ცხადია, რომ ჩვენ გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას, რადგანაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია – არა მხოლოდ იმედის მიცემა ხალხისთვის, არამედ ასევე მთავრობისთვის იმის სათქმელად, რომ არ არის სწორი, როდესაც ისინი არ ითვალისწინებენ, რა სურს ხალხს. საქართველოზე საუბრისას მე ნამდვილად იმედი მაქვს, რომ ხალხის მხარდაჭერით საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა დაუბრუნდება ევროპულ გეზს. თუმცა, ეს მათ ხელშია“,- განაცხადა მარტა კოსმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics