2025-11-19 21:03:08, 673 ნახვა
პოლიტიკა
საპროტესტო მარშზე თსუ-ის ლექტორი ქეთევან ხუსკივაძე დააკავეს
სინდისის პატიმარ მათე დევიძის მხარდამჭერ მარშზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი და მთარგმნელი, ქეთევან ხუსკივაძე დააკავეს.
თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის, გოგა მემანიშვილის თქმით, ქეთევან ხუსკივაძე ადმინისტრაციული წესით, პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს.
ამ წუთებში პატიმრობაში მყოფი მათე დევიძის სოლიდარობის მარშის მონაწილეები მელიქიშვილის გამზირზე იმყოფებიან, სადაც ზუსტად ერთი წლის წინ მათე დევიძე დააკავეს.
სოლიდარობის მარშის მონაწილეები მელიქიშვილის გამზირიდან რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,