07:26 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-06 14:11:55, 449 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - „ლელოს" არაკონსტიტუციურად ცნობას არაფერი დაუდგება წინ

ვფიქრობ, რომ სათანადო შეფასების პირობებში, „ლელოს" არაკონსტიტუციურად ცნობას არაფერი დაუდგება წინ, ეს არის ჩემი პოზიცია, თუმცა ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მთავრობის მან აღნიშნა, ყველას შეუძლია, დაიცვას საკუთარი ინტერესები საკონსტიტუციო სასამართლოში, ამის სამართლებრივი შესაძლებლობა ყველას აქვს. 

„ეს პარტია, კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან" ერთად რასაც აკეთებდა მთელი ამ წლების განმავლობაში, ვიცით. განსაკუთრებით 2020 წლის შემდეგ, როდესაც ეს ადამიანები აქტიურად შემოვიდნენ პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირი ფორმით ჩაერთვნენ პოლიტიკაში. რასაც ისინი აკეთებდნენ, ეს იყო პირდაპირ კონსტიტუციის უხეში დარღვევა, ეს იყო ყველაფერი არაკონსტიტუციური ქმედებები. შეგახსენებთ, რომ ეს იყო გამუდმებული საბოტაჟი, რასაც ისინი აწარმოებდნენ ქვეყნის მთავარი კონსტიტუციური ორგანოს, საქართველოს პარლამენტის მიმართ. მათ ორჯერ თქვეს უარი პარლამენტის მანდატებით სარგებლობაზე, ხალხის მიერ მინიჭებული მანდატებით სარგებლობაზე და ისინი იყვნენ ჩართული ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის არაერთ მცდელობაში. ეს ყველაფერი სათანადოდ უნდა შეაფასოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მე ვფიქრობ, რომ სათანადო შეფასების პირობებში, „ლელოს" არაკონსტიტუციურად ცნობას არაფერი დაუდგება წინ, ეს არის ჩემი პოზიცია, თუმცა ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო", - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics