09:49 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-05 20:40:57, 542 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია: ევროკავშირის შეფასება ქართული ოცნებისთვის სამარცხვინო განაჩენია

ევროკავშირის შეფასება არის ისტორიული ჩვენი ქვეყნისთვის და სამარცხვინო განაჩენი ,,ქართული ოცნებისთვის'', რომელმაც საუკუნის მნიშვნელობის სიკეთე პრაქტიკულად გაანადგურა , - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას წერილშია აღნიშნული, რომელსაც „დროას“ „ფეისბუქის“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, ისტორია გვასწავლის, რომ ევროპის კარი მუდმივად ღია ვერ იქნება საქართველოსთვის.

„ეს არის ისტორიული შესაძლებლობა და გამოწვევა ჩვენთვის, ვისთვისაც ევროპის კარი ჯერ კიდევ შეღებულია. ის ვერ იქნება მუდმივად ღია. ამას გვასწავლის ისტორია და ევროპის კარის ბოლომდე გაღებას შევძლებთ მხოლოდ დიდი ძალისხმევით. ამ ძალისხმევამ უნდა დაასრულოს რუსული რეჟიმი. ჩვენი დამოუკიდებლობის მამებს თავისუფლება იმისთვის არ გადმოუციათ ჩვენთვის, რომ ჩვენ ის რუსებს ჩავაბაროთ. ყოველდღე ბრძოლის შემყურე, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ისტორიულ შანსს არ დავკარგავთ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის მოსაპოვებელია. ბოლომდე!“, - ნათქვამია წერილში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics