2025-10-28 14:51:11, 821 ნახვა
პოლიტიკა
თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ლაშა ჯოხაძემ თანამდებობა დატოვა.
მან პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა.
ეს ინფორმაცია, რომელიც მოგვიანებით ფორმულას შსს-მ დაუდასტურა, თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აფილირებულმა Facebook გვერდმა - ყველაფერი პოლიციის შესახებ გამოაქვეყნა.
ლაშა ჯოხაძე თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად 2020 წელს დაინიშნა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,