|
2025-10-28 12:50:57, 558 ნახვა
პოლიტიკა
POG: დავაკავეთ კაცი, რომელმაც დაზარალებულის FB-ში მოტყუებით შეაღწია, პირად მიმოწერას გაეცნო
პროკურატურის ცნობით, პირადი მიმოწერის საიდუმლოების დარღვევის და კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს. POG-ის თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, ეჭვიანობის ნიადაგზე, დაზარალებულისგან მოტყუებით მოიპოვა სოციალური ქსელის Facebook-ის პაროლის აღსადგენი კოდი, უკანონოთ შეაღწია მისი პროფილზე და დაზარალებულის მესამე პირთან პირადი ხასიათის მიმოწერას გაეცნო. "დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 159 მუხლის პირველი ნაწილით (პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა) და 285-ე მუხლის პირველი ნაწილით (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - აცხადებენ პროკურატურაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)