2025-10-24 16:45:36, 842 ნახვა
პოლიტიკა
ლაშა ჩხარტიშვილს 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთ წევრს ლაშა ჩხარტიშვილს 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება სანქცირებულმა მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო.
ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო ლაშა ჩხარტიშვილს 18 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციისას გზის უკანონო გადაკეტვას ედავებოდა.
ლაშა ჩხარტიშვილმა პროცესზე განაცხადა, რომ აპირებს ბრძოლის გაგრძელებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,