22:24 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-15 17:44:38, 753 ნახვა

პოლიტიკა
ცალკეულ ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლევ პირებს საქართველოდან გასვლა აეკრძალებათ

ივანიშვილის ერთპარტიულმა პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, განიხილა და მხარი ერთხმად დაუჭირა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შესატან ცვლილებებს, რომლის თანახმად, ცალკეულ ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლევ პირებს, ზიანის სრულად ანაზღაურებამდე, ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ.

„კანონპროექტის მიღების მიზანია ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის მარეგულირებელი ნორმების კიდევ უფრო მეტად დახვეწა, რათა ეს მექანიზმი დაზარალებულთა კომპენსაციისთვის უფრო მოქნილად და ეფექტიანად გამოიყენებოდეს", - განაცხადა მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

როგორც მან განმარტა, ცვლილებებით რამდენიმე წინაპირობაა შემოთავაზებული, რომელიც კუმულაციურად უნდა იყოს დამდგარი.

„პირველი პირობის თანახმად, მსჯავრდებული ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ „სისხლის სამართლის კოდექსის" კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო. მეტწილად საუბარია ისეთ ეკონომიკურ და ფინანსურ დანაშაულებზე, როგორიც შეიძლება იყოს თაღლითობა, გამოძალვა, მითვისება, გაფლანგვა, ნივთის დაზიანება ან განადგურება, ქონების გადამალვა, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, გულგრილობა და ა.შ. იმავდროულად, მსჯავრდებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი და ამასთან, დაზარალებული წერილობით არ უნდა აცხადებდეს უარს მისთვის დაზარალეულის კომპენსაციის გადახდის უზრუნველსაყოფად მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვაზე. თუ ეს სამივე წინაპირობა შესრულებულია, ამ შემთხვევაში, მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლა აეკრძალება არა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, არამედ იმპერატიულად, შესაბამისი საკანონმდებლო ჩანაწერის საფუძველზე", - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის აღსრულების უზრუნველსაყოფად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოების დაწყების შესახებ შესაბამის ცნობას მიაწვდის შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა საზღვარზე შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდეს და დანაშაულის პრევენციის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, შესაბამისი ელექტრონული ზედამხედველობის მექანიზმის გამოყენებით, უზრუნველყოფს და აღასრულებს გადაწყვეტილებას საქართველოდან გასვლის აკრძალვის თაობაზე.

„საქართველოდან გასვლის აკრძალვისგან გათავისუფლებას ორი საფუძველი ექნება - ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულმა დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აანაზღაურა ან მეორე, როდესაც დაზარალებული თავად განაცხადებს უარს მისთვის კომპენსაციის გადახდაზე", - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics