19:36 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-08 13:45:07, 904 ნახვა

პოლიტიკა
RFE/RL: ევროკავშირმა შესაძლოა სანქციები დაუწესოს პროსამთავრობო ქართულ ტელეარხებს

ევროკავშირის დიპლომატებმა პირველად განიხილეს ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) წინადადება, რომელიც საქართველოს ორ პროსამთავრობო არხზე – „იმედსა“ და POSTV-ზე – სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. როგორც „რადიო თავისუფლება ევროპა“ (RFE/RL) იუწყება, ბრიუსელი არხებს რუსული პროპაგანდის გავრცელებაში ადანაშაულებს.

ინიციატივის მიხედვით, სანქციების დაწესება გულისხმობს არხების მფლობელებისთვის ვიზის აკრძალვას, აქტივების გაყინვას და ევროკავშირის ტერიტორიაზე მაუწყებლობის ლიცენზიის შეჩერებას. სანქციები დაექვემდებარება ევროკავშირის იმ რეჟიმს, რომელიც გასულ წელს შეიქმნა რუსული ჰიბრიდული აქტივობების წინააღმდეგ საბრძოლველად.

„იმედი“ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ არხად მიიჩნევა და ეკუთვნის ბიზნესმენს ირაკლი რუხაძეს, რომელიც უკვე დაუსანქცირებიათ ლიეტუვასა და უკრაინაში. ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ადრე გამოავლინა მტკიცებულება, რომ არხის დაფინანსებაში მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი", -წერია სტატიაში

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბრიუსელი საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს. RFE/RL-ის ინფორმაციით, იანვარში EEAS-მა პარლამენტის წევრებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების დასანქცირებაც სცადა 2024 წლის არჩევნებისა და საპროტესტო აქციების დარბევის შემდეგ, თუმცა ინიციატივას უნგრეთმა და სლოვაკეთმა ვეტო დაადეს.

"ამჯერადაც სწორედ ეს ორი ქვეყანა, ბელგიასთან, იტალიასა და საბერძნეთთან ერთად, სკეპტიკურად არის განწყობილი. ისინი სანქციებისადმი თავიანთ წინააღმდეგობას გამოხატავენ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისა და ორმაგი სტანდარტების საფრთხის არგუმენტით.

სანქციების მიმართ მხარდაჭერას კი ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, ნიდერლანდები და ჩეხეთი გამოხატავენ. ჩეხეთმა სექტემბერში უკვე დააწესა ეროვნული სანქციები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეზე, სამ მოსამართლესა და პროკურორზე.

ევროკავშირის იურიდიულმა სამსახურმა აღნიშნა, რომ EEAS-ის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ჯერ ვერ ამყარებს საკმარის კავშირს „იმედს“, POSTV-სა და რუსეთის ხელისუფლებას შორის, რის გამოც ბრიუსელი დამატებითი მასალების შეგროვებაზე მუშაობას გააგრძელებს", - წერია სტატიაში.

RFE/RL-ის ცნობით, სანქციების მხარდაჭერის სურვილი უკვე გამოთქვეს ფინეთმა, გერმანიამ, სლოვენიამ და შვედეთმა, ხოლო ბულგარეთი, საფრანგეთი და რუმინეთი გადაწყვეტილების მიღებამდე საკითხის დამატებით შესწავლას გეგმავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics