02:48 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-05 00:25:46, 1717 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძის მუქარა - დამხობა ჩავარდა, ვერავინ გაეპარება პასუხისმგებლობას

დამხობა ჩავარდა - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მომავალ დღეებში იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ვინც "ძლადობაში მონაწილეობდა". 

კობახიძე აანონსებს, რომ სასჯელი ძალიან მკაცრი იქნება. 

ეს ადამიანები უნდა ელოდნენ სიურპირზებს და ბევრი დღე არ დასჭირდება ამას - ამბობს "ოცნების" პრემიერი.

დაანონსებული იყო ხელისუფლების დამხობა. ადამიანები მივიდნენ ამ აქციაზე, 5-7 ათასი იყო მისული ხელისუფელბის დამხობის აქციაზე, გადავიდნენ მოქმედებაზე, დაიწყეს დამხობა, ჩავარდა დამხობა და ამის შემდეგ დაიწყო გამიჯვნა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩავარდა დამხობის მცდელობა, კონკრეტულმა ადამიანებმა და ორგანიზაციებმა დაიწყეს დამხობიდან გამიჯვნა, კონკრეტულად ესენი იყვნენ სალომე ზურაბიშვილი, კონკრეტული პარტიების ლიდერები, აქტივისტები და ა.შ. თუმცა ვერავინ ვერ გაეპარება პასუხისმგებლობას, მათ შორის იგულისხმება პოლიტიკური პასუხისმგებლობა.   

რა შეეხება ძალადობაში მონაწილეობას, აქ კიდევ უფრო მძიმეა ადამიანების მდგომარეობა, ვინც მონაწილეობდა ძალადობაში, უკლებლივ ყველა არის დამხობის მცდელობის დანაშაულის ამსრულებელი, შესაბამისად ეს ადამიანები უნდა ელოდნენ სიურპირზებს და ბევრი დღე არ დასჭირდება ამას. ჩვენ ვვარაუდობდით რომ 30-ზე ბევრად მეტი უსინდისო მოძალადე იქნებოდა დასაჭერი და ჩვენი პროგნოზი ასრულდება. მათ შორის, ჩვენ ყველას ვეუბნეოდით, რომ ჩვენ ბევრად მეტი გვაქვს ადამიანების იდენტიფიცირების რესურსი, ვიდრე გვქონდა რამდენიმე თვის წინ. თავის დროზე თუ მოძალადეთა 3%-ის იდენტიფიცირება მოხერხდა და 30 000-დან 30 ადამიანი იქნა დაჭერილი, დღეს გვაქვს უფრო მეტი რესურსი, აქედან გამომდინარე, დამხობის მცდელობსი ამსრულებელთაგან ბევრს ელის მძიმე ხვედრი კანონის შესაბამისად, კანონი იმოქმედებს მათ მიმართ ძალიან მკაცრად. ძალადობა იყო მასშტაბური და ამაზე, რა თქმა უნდა, კონკრეტული პირები მკაცრად აგებენ კანონის წინაშე პასუხს", - აცხადებს კობახიძე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics