|
2025-08-19 14:52:43, 1297 ნახვა
პოლიტიკა
მაკრონი - ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს უსაფრთხოების გარანტიების არქონა - სწორედ ეს დაემართა საქართველოს 2008 წელს
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, რომ ევროკავშირმა იცის, რას ნიშნავს უსაფრთხოების გარანტიების არქონა და ამ კონტექსტში მან ახსენა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია 2008 წელს, ასევე ყირიმის ანექსია 2014 წელს. „2007-2008 წლების შემდეგ პრეზიდენტი პუტინი იშვიათად ასრულებს თავის დაპირებებს. ის მუდმივად დესტაბილიზაციის გამომწვევი ძალაა და ცდილობს საზღვრების გადახედვას თავისი ძალაუფლების გაფართოების მიზნით. <…> ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს უსაფრთხოების გარანტიების არქონა. ეს იყო საქართველოსთან დაკავშირებით 2008 წელს. ეს იყო ყირიმი 2014 წელს. აბსოლუტურად ნათელია, რომ თუ სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოეწერება უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, რუსეთი არ შეასრულებს თავის სიტყვას და ვალდებულებებს. ეს უკრაინისა და ევროპისთვის ნებისმიერი შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილია“, - თქვა მაკრონმა. მან აღნიშნა, რომ არ არის დარწმუნებული, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მშვიდობა სურს. „შესაძლოა, მე ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი“, - დასძინა ევროპელმა პოლიტიკოსმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)