23:26 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-07 13:33:47, 1478 ნახვა

პოლიტიკა
ლევან ბეჟაშვილი - 2008 წლის ომის მონაწილეები არიან გმირები

გიორგი ანწუხელიძე სხვა მრავალი ომის გმირთან ერთად არის ქართული გმირობის, ქართული სულის დაუჩოქებლობის სიმბოლო - ამიტომ არის, რომ რუსული პროპაგანდა და რუსული ხელისუფლება „ოცნების” სახით ამ მთავარ ღირებულებაზე ცდილობს იერიშის მიტანას, - ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ „ხაზი გადაუსვა გმირებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბოლომდე იბრძოლეს“.

„2008 წლის ომის გმირები თეა წულუკიანის და სხვების განცხადებით თურმე არა ქვეყნის დაცვას, არამედ პიარის და პოლიტიკოსების გადაწყვეტილებებს შეეწირნენ.

ჩვენ კიდევ ერთხელ ხმამაღლა უნდა ვთქვათ, რომ გიორგი ანწუხელიძე, 2008 წლის ომის მონაწილეები არიან გმირები, მათ დაიცვეს საქართველო, საქართველოს მომავალი. ჩვენ ამ დროშას ხელში დავიჭერთ და ვიზრუნებთ, რომ ეს ე.წ ხელისუფლება მოშორდეს და საქართველო მართლა დამოუკიდებლობის გზას დაადგეს”, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics