03:42 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-14 10:12:38, 5007 ნახვა

სხვადასხვა
ტრამპი და ზელენსკი ნატოს სამიტზე დაპირისპირების რისკის გამო ვერ შეხვდებიან - The Telegraph

ჰააგაში ნატოს სამიტის ორგანიზატორები პროტოკოლს ყურადღებით გეგმავენ, რათა თავიდან აიცილონ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და სხვა ლიდერებს შორის შეტაკება.

The Telegraph-ის ცნობით, ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ურთიერთობა საჯარო დაპირისპირების რისკის გამო შეზღუდული იქნება.

ასევე არ გაიმართება უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრები, რომელიც კოორდინაციას უწევს დასავლეთის სამხედრო დახმარებას კიევისთვის, ან „მსურველთა კოალიციის“, რომელიც წარმოადგენს ინგლის-ფრანგულ ინიციატივას ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგისთვის.

ნატოს სამიტი 2025 წლის 24-25 ივნისს, ჰააგაში, მსოფლიო ფორუმის საკონფერენციო ცენტრში გაიმართება. ეს იქნება ნატოს პირველი სამიტი ნიდერლანდებში და ასევე პირველი ახალი გენერალური მდივნის, მარკ რუტეს თავმჯდომარეობით.
ნატო გეგმავს, ჰააგაში დაგეგმილ სამიტზე დონალდ ტრამპს ერთგვერდიანი კომუნიკე გადასცეს, რათა თავიდან აიცილოს აშშ-ის პრეზიდენტსა და ალიანსის სხვა ლიდერებს შორის საჯარო დაპირისპირება.

კომუნიკეში მხოლოდ ყველაზე ძირითადი თეზისები იქნება შეტანილი: რუსეთი აღიარებული იქნება „საფრთხედ“ და უკრაინას საყოველთაო მხარდაჭერას მიანიჭებენ, თუმცა „წევრობისკენ შეუქცევადი გზის“ ხსენების გარეშე. ტექსტში ასევე არ იქნება მოცემული კლიმატისა და ჩინეთის შესახებ რაიმე პუნქტი, თუმცა წინა დოკუმენტებში პირდაპირ იყო მითითებული მისი როლი რუსეთის მხარდაჭერაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics