11:37 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-13 16:23:36, 1147 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - მოსკოვში დარწმუნებულები არიან, რომ შეუძლიათ დაუსჯელად განაგრძონ მკვლელობები

რუსული დარტყმები მხოლოდ დაგმობას იმსახურებს, რუსეთზე ზეწოლა უნდა მოხდეს ომის დასასრულებლად და ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ამ დროისთვის ცნობილია, რომ სუმში რუსული ბალისტიკური რაკეტის დარტყმის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. 84-ზე მეტი ადამიანი კი დაიჭრა, მათ შორის 10 ბავშვი.

„მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო არ დარჩეს ჩუმად ან გულგრილად. რუსული დარტყმები მხოლოდ დაგმობას იმსახურებს. რუსეთზე ზეწოლა უნდა მოხდეს ომის დასასრულებლად და ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ნამდვილად ძლიერი ზეწოლის, უკრაინისთვის საკმარისი მხარდაჭერის გარეშე, რუსეთი გააგრძელებს ამ ომის გაჭიანურებას. უკვე მეორე თვეა, რაც პუტინი უგულებელყოფს აშშ-ის წინადადებას სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. სამწუხაროდ, მოსკოვში დარწმუნებულები არიან, რომ შეუძლიათ დაუსჯელად განაგრძონ მკვლელობები. ამ სიტუაციის შესაცვლელად საჭიროა მოქმედება“, - წერს ზელენსკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics