2025-03-17 21:24:06, 853 ნახვა
საზოგადოება
რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან საპროტესტო აქცია 110-ე დღეა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა დედაქალაქის მთავარი გამზირი გადაკეტეს. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია - ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება. აქციის მონაწილეებს მსვლელობით შეუერთდნენ ის მოქალაქეები, რომელიც პროტესტს "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" გამოხატავდნენ. მათ საკანონმდებლო ორგანოსთან გადმოინაცვლეს. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: "არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა", ხალხი ითხოვს სამართალს", "საქართველო აჯანყდი!". აქციის მონაწილეებმა ტელეფონში განათება ჩართეს და შეძახილებით გამოხატავენ პროტესტს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,