02:21 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-14 13:03:44, 533 ნახვა

საზოგადოება
საპატრულო პოლიცია 350 სამკერდე კამერას და 200 კამერის პროგრამულ ლიცენზიას ტენდერის გარეშე, 849 500 ლარად ყიდულობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი 350 სამკერდე კამერას და 200 კამერის პროგრამულ ლიცენზიას, გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე 849 500 ლარად ყიდულობს.

"საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში პატრულ-ინსპექტორთა გაზრდილი პირადი შემადგენლობის აღჭურვისა და დაზიანებული კამერების ჩასანაცვლებლად, გვესაჭიროება ოფიცრის სამკერდე კამერების დამატებითი რაოდენობის შეძენა. გამომდინარე იქიდან, რომ საპატრულო პოლიციის მიერ 2018 წლიდან გამოიყენება და დღეის მდგომარეობით გვაქვს 2 907 ერთეული კომპანია AXON-ის წარმოებული BODY 2 მოდელის სამკერდე კამერა, ამავე კომპანიის წარმოებული შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ლიცენზია და პროგრამული უზრუნველყოფა, შეუძლებელია ამ სისტემაში სხვა წარმოების კამერების ჩართვა, შესაბამისად არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად," - წერს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.

საპატრულო დეპარტამენტი აღნიშნულ შენაძენს ბოლო პერიოდში პატრულ-ინსპექტორთა გაზრდილი რაოდენობითა და დაზიანებული კამერების ჩანაცვლებით განმარტავს. ასევე აღნიშნავს, რომ თბილისსა და სხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, საპატრულო პოლიცია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული.

"საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში პატრულ-ინსპექტორთა გაზრდილი პირადი შემადგენლობის აღჭურვისა და დაზიანებული კამერების ჩასანაცვლებლად, გვესაჭიროება ოფიცრის სამკერდე კამერების დამატებითი რაოდენობის შეძენა...

მიმდინარე საპროტესტო აქციებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, ასევე საპროტესტო აქციების მშვიდობიან რეჟიმში ჩატარების უზრუნველყოფის, სამოქალაქო სიმშვიდის შენარჩუნებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს უხდებათ განსაკუთრებულ სამუშაო რეჟიმზე გადასვლა…" - წერია დოკუმენტში.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, "პატრულ-ინსპექტორები, მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების პროცესის სწორად წარმართვისათვის, კერძოდ სხვადასხვა მართლსაწინააღმდეგო ფაქტის დაფიქსირებისა და შესაბამისი სამსახურების წარდგენის, მტკიცებულებად გამოყენების მიზნით, აღჭურვილნი არიან ოფიცრის სამკერდე კამერებით"





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics