10:16 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-25 16:15:43, 497 ნახვა

საზოგადოება
ვითარება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში

ტავ ჯორჯიას მიერ წარმოებული აქტიური სამუშაოების შედეგად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დიდთოვლობის გამო დაზიანებული მსუბუქი გადახურვის ლოკალური  აღდგენითი სამუშაოები თითქმის დასრულდა. მოიხსნა დაზიანებული ნაწილი და მიმდებარე ტერიტორია თოვლის საფარისგან გაიწმინდა.   დღის ბოლოს ტერმინალი უკვე მზად იქნება მგზავრების შეუფერხებლად მისაღებად, თუმცა ფრენების აღდგენა უკვე დამოკიდებულია ავიაკომპანიების გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ისინი მეტეოროლოგიური პირობებისა და ხილვადობის  გათვალისწინებით იღებენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 24 თებერვალს, ძლიერი თოვის დროს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ცენტრალური შესასვლელის მსუბუქი გადახურვა დაზიანდა. არავინ დაშავებულა. ტავ ჯორჯიამ, თავისივე  რესურსებით  აღდგენითი სამუშაოები მყისიერად დაიწყო და ეს პროცესი მთელი ღამის განმავლობაში არ შეჩერებულა.

ამასთან, თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია ტავ ჯორჯია ინტენსიურად ასუფთავებს ბათუმში აეროდრომის ტერიტორიას, რათა აეროპორტი მუდმივად მზად იყოს რეისების მისაღებად. მიუხედავად იმისა, რომ ავიაკომპანიების გადაწყვეტილებით დღეს და გუშინ ბათუმში ფრენები არ სრულდება, აეროდრომი მაინც მუდმივ მზადყოფნაშია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აია-სოფიაში ბერძენი ტურისტები დააკავეს მას შემდეგ, რაც გაშალეს დროშა წარწერით „მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“
ცოცხლების მარში აუშვიცში
აშშ-მ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციები აღადგინა
ტრამპმა განაცხადა, რომ ორბანის არჩევნებში დამარცხება არ აწუხებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics