15:16 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-23 15:25:31, 326 ნახვა

საზოგადოება
თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ფოთის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდება

თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ფოთის მუნიციპალიტეტში. ავტომანქანებს გადაადგილება უჭირთ,ასევე  გარკვეულ უბნებს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

მერიის ინფორმაციით, ნალექისგან გზებისა და ტროტუარების გაწმენდა ინტენსიურად მიმდინარეობს, იყრება ტექნიკური მარილი.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება 6 000-მდე აბონენტს. აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება და 17:00 საათისთვის სრულად აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება.

მოსალოდნელი უამინდობის გამო, 24 და 25 თებერვალს ფოთის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდება, ასევე მხოლოდ, 24 თებერვალს სასწავლო პროცესი შეჩერდება საჯარო სკოლებში.

მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური სამსახურები მუშაობას საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics