15:21 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-22 14:18:40, 445 ნახვა

საზოგადოება
ბაჩო ქაჯაია - ადამიანებს უკრძალავენ არამხოლოდ გამოხატვის საშუალებას, არამედ ამ ჯარიმების საშუალებით ისინი ცხოვრების უფლებსაც უკარგავენ

 

ბაჩო ქაჯაია ვახო გომელაურის უწყების მიერ მის ხელმეორედ დაჯარიმების ფაქტს ეხმაურება.

„ფაქტი არის  ყველანაირ ზღვარს გადასული და ყველანაირ სამართლებრივ ჩარჩოს მიღმა. არ შეიძლება თავისუფალი ნების აკრძალვა“ - ამბობს ქაჯაია.

მსახიობის თქმით, ორივე შემთხვევაში გადაკეტილ რუსთაველზე მივიდა და პოლიციელებს  ადგილზე არ გაუფრთხილებიათ, რომ კანონს არღვევდა.

ტელეწამყვანი აღნიშნავს, რომ ევროპული მომავლის სადარაჯოზე მდგომი მოქალაქეთათვის ფინანსური სანქციების დაკისრება ივანიშვილის დიქტატორული მმართველობისა და რეპრესიების გაგრძელებაა .

„17 თებერვალზე არის საუბარი. ზუსტი მასალები არ ვიცი, ჯერ არ გადმომცემია და თუ იქნება ეგეც არ ვიცი. ჩემთან არცერთი პოლიციელი არ მოსულა და არ გავუფრთხილებივარ, რომ რაიმე კანონდარღვევას ვახორციელებდი. მითუმეტეს, პირველი დაჯარიმების შემდეგ და ყოველთვის მერე შევუერთდი გადაკეტილ რუსთაველს. თვითონ ფაქტი არის აბსოლუტურად ყველანაირ ზღვარს გადასული და ყველანაირ სამართლებრივ ჩარჩოს მიღმა, იმიტომ რომ არ შეიძლება თავისუფალი ნების აკრძალვა. ეს არის პირდაპირი დიქტატურა, ეს არის პირდაპირი რეპრესია და იმ ჯარიმების ოდენობა იმ ადამიანების, რომლების შემოსავალიც შეიძლება ათი თვის ან თხუთმეტი თვის იყოს, ზოგ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ პირდაპირ გულისხმობს, რომ ადამიანებს უკრძალავენ არამხოლოდ გამოხატვის საშუალებას, არამედ ამ ჯარიმების საშუალებით ისინი ცხოვრების უფლებსაც უკარგავენ ადამიანებს,“ - ამბობს ბაჩო ქაჯაია.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მსახიობი ბაჩო ქაჯაია 5 000 ლარით ხელმეორედ დააჯარიმეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics