20:31 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-19 08:47:01, 674 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესას შეუტიეს - 250 000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიისა და სითბოს გარეშე დარჩა

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე მასიური შეტევა განახორციელეს, 250 ათასზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიისა და სითბოს გარეშე დარჩა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი ელექტროენერგიის, წყლისა და სითბოს გარეშე დარჩა, დაზიანდა სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები.

„ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ რაიონზე მტრის მასიური თავდასხმის შედეგად სახლების მნიშვნელოვანი რაოდენობა ელექტროენერგიის, წყლისა და სითბოს გარეშეა. სითბოს გარეშე დარჩა საავადმყოფოები, კლინიკები და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები. ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უბანი - 250 ათასზე მეტი მცხოვრები - სითბოს და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა“, - განაცხადა ოდესის მერმა, გენადი ტრუხანოვმა.

მისი თქმით, თავდასხმის შედეგების აღმოფხვრისა და დაზარალებულებისთვის დახმარების გაწევის მიზნით საგანგებო სიტუაციების სპეციალისტების მუშაობა გრძელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics