02:12 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-17 21:46:27, 384 ნახვა

საზოგადოება
უწყვეტი აქციის 82-ე დღე რუსთაველი გადაკეტილია

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. პროტესტის 82-ე დღესაც, მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

დემონსტრანტები სკანდირებენ: “არ გავჩერდებით, ჩანიშნე არჩევნები”, “ხალხი ითხოვს სამართალს”; “საქართველო აჯანყდი” , “ცეცხლი ოლიგარქიას”, “ხალხის ძალის გეშინოდეთ”.

საზოგადოებრივ მაუწყებელიდან წამოსული საპროტესტო მარში უკვე შეუერთდაა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს.  

აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.

პროტესტის 82-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics