20:56 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-17 12:52:37, 1250 ნახვა

ომი უკრაინაში
მედია - შვედეთი არ გამორიცხავს ომის შემდეგ უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნას

შვედეთი არ გამორიცხავს უკრაინაში ჯარების გაგზავნას ომის შემდგომი მშვიდობისმყოფელი ძალების ფარგლებში. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ შვედეთის საზოგადოებრივ რადიოზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

„ახლა თავდაპირველად უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას სამართლიან და მდგრად მშვიდობასთან დაკავშირებით, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს, პატივს სცემს უკრაინას და, რაც მთავარია, უზრუნველყოფს, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს უბრალოდ უკან დახევა, ახალი ძალების მობილიზება და რამდენიმე წელში უკრაინასა ან სხვა ქვეყანაზე თავდასხმა. ასეთი მშვიდობის დამყარების შემდეგ, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ მისი შენარჩუნება შესაძლებელია და ამის შემდეგ ჩვენი მთავრობა არ გამორიცხავს არაფერს“, – განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია მალმე სტენეგარდმა ინტერვიუში.

ეს განცხადება შვედმა დიპლომატმა მას შემდეგ გააკეთა, რაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა აღნიშნა, რომ მზად არის, საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში ჯარები გაგზავნოს სამშვიდობო მისიით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics