00:19 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-12 12:08:12, 636 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი მშვიდობისთვის არ ემზადება

პუტინი მშვიდობისთვის არ ემზადება, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს.

„რუსეთმა წუხელ უკრაინას ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით შეუტია. საცხოვრებელი კორპუსები, საოფისე ფართები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა. კიევში ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.

უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ „უკრაინის წინააღმდეგ რუსული ტერორი თავისით არ დასრულდება“.

„პუტინი მშვიდობისთვის არ ემზადება - ის უკრაინელების მკვლელობასა და ქალაქების განადგურებას აგრძელებს. ამ ტერორის დასრულება მხოლოდ ძლიერ ქმედებებსა და ზეწოლას შეუძლია. ახლა, ამ ომის სამართლიანად დასრულებისთვის ბრძოლაში ჩვენი ყველა პარტნიორის ერთიანობა და მხარდაჭერა გვჭირდება“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics