|
2025-02-09 14:42:44, 559 ნახვა
ომი უკრაინაში
ამ კვირაში ოკუპანტებმა 2010-ზე მეტი სხვადასხვა თავდასხმის საშუალება გამოიყენეს უკრაინის წინააღმდეგ
..მხოლოდ ამ კვირაში რუსეთმა ჩვენი ხალხის წინააღმდეგ 1260-ზე მეტი საჰაერო ბომბი, 750-მდე თავდასხმის დრონი და 10-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვა, ყველა პარტნიორს უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში ინვესტირებისკენ მოვუწოდებთ", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „რუსეთის სამხედრო წარმოება, რომელიც ამგვარი ტერორის საშუალებას იძლევა, სამ ძირითად ფაქტორს ეყრდნობა: სანქციების გვერდის ავლის სქემებს, რომლის გარეშე რუსეთს არ ექნება მნიშვნელოვანი კომპონენტები; ნავთობის მაღალ ფასს, რომელიც სამართლიანად უნდა შემცირდეს და იმას, რომ ჩვენ არ გვაქს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების და დრონების საკმარისი რაოდენობა“, - წერს ზელენსკი. მისივე თქმით, უკრაინა მადლობელია ყველა პარტნიორის, რომლებიც აძლიერებენ სანქციებს, მაგრამ რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის შესაძლებლობების შესამცირებლად მეტი გლობალური ძალისხმევაა საჭირო. „გავაგრძელებთ ჩვენი რაკეტების და დრონების წარმოების გაფართოებას - ყველა პარტნიორს უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში ინვესტირებისკენ მოვუწოდებთ, რადგან ეს არის ინვესტიციების განხორციელება ადამიანების სიცოცხლის დაცვაში“, - წერს ზელენსკი.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)