13:53 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-20 09:29:52, 1141 ნახვა

ომი უკრაინაში
სირსკი - თავდაცვაში ყოფნით ომის მოგება შეუძლებელია

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრე სირსკის განცხადებით, თავდაცვაში ყოფნით ომის მოგება შეუძლებელია, ამიტომ, უკრაინამ უნდა განახორციელოს ის, რაშიც უპირატესობა აქვს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"რა თქმა უნდა, თავდაცვაში ყოფნით ომის მოგება შეუძლებელია. რამდენადაც თავს დაიცავ, იმდენად უკან დაიხევ. ჩვენ კი იძულებულნი ვართ შევინარჩუნოთ თავდაცვა და შევინარჩუნოთ ჩვენი ძალები პრაქტიკულად ფრონტის მთელ ხაზზე“, - აღნიშნა სირსკიმ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში.

კითხვაზე, როგორ უნდა მოიქცეს უკრაინა ასეთ შემთხვევაში, თუ რუსეთის ფედერაციას აქვს უპირატესობა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა უპასუხა, რომ უკრაინამ უნდა განახორციელოს ის, რაშიც უპირატესობა აქვს.

"ჩვენ უნდა განვახორციელოთ ის, რაშიც გვაქვს უპირატესობა. ჩვენ პირველები ვიყავით მსოფლიოში, ვინც შევქმენით უპილოტო სისტემების ძალები. ამჟამად ვქმნით უპილოტო აპარატების შემადგენელ ნაწილებს. აქტიურად ვავითარებთ რობოტულ პლატფორმებს, ვავითარებთ სახმელეთო საბრძოლო პლატფორმებს," - აღნიშნა სირსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინას აქვს შესაძლებლობა შექმნას საკუთარი საჰაერო თავდაცვის სისტემა.

„გვაქვს ამის უნარი და შესაძლებლობა. იმედი მაქვს, მახასიათებლებით Patriot-ზე ნაკლები არ იქნება“, - აღნიშნა სირსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics