06:10 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-20 10:29:39, 456 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო - უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ იქნება განხილვის ან კომპრომისის საგანი, ყირიმი უკრაინაა, წერტილი!

უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ იქნება განხილვის ან კომპრომისის საგანი, ყირიმი უკრაინაა, წერტილი! - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

უკრაინის საგარეო უწყების განმარტებით, კიევს პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერის გაგრძელების იმედი აქვს, რათა აიძულონ რუსეთი, დაუბრუნდეს საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების პატივისცემას, გაიყვანოს ჯარები და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი სუვერენული ტერიტორიიდან, აღდგეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, რუსეთმა პასუხი აგოს უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიისა და ყველა დანაშაულისთვის.

"უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არასოდეს ყოფილა და არ შეიძლება იყოს განხილვის ან კომპრომისის საგანი, ყირიმი უკრაინაა, წერტილი! უკრაინის მხარეს დგანან ჩვენი თავდაცვის ძალები, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, გაეროს წესდება და საერთაშორისო სამართალი. ყირიმი არის ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის სიმძიმის ცენტრი. მისი სრული აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის მთელი ტერიტორიის სრული დეოკუპაციის გზით, უკრაინის ნახევარკუნძულის ჩათვლით.

ყველა ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს ამ მიზნების რაც შეიძლება მალე მიღწევაზე და არა კრემლის მადის დაკმაყოფილებაზე, ამა თუ იმ გზით, უკრაინის ინტერესებისა და საერთაშორისო სამართლის ხარჯზე. მშვიდობის ფორმულის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტმა წარმოადგინა მკაფიო ხედვა უკრაინისა და მსოფლიოსთვის ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. ჩვენ ვიწვევთ ყველას, ვინც პატივს სცემს საერთაშორისო კანონს და გაეროს წესდებას, შემოუერთდეს მშვიდობის ფორმულის განხორციელებას, როგორც ერთადერთ გზას ევროპაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის აღდგენისკენ", - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics