12:45 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-30 10:14:50, 704 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - რუსეთში, კურსკის ოლქის ენერგოობიექტებს დავარტყით

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა  კიდევ ერთი დარტყმა მიაყენეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ მნიშვნელოვან ობიექტებს - კერძოდ, უკრაინული ძალები თავს დაესხნენ 4 ელექტროქვესადგურს რუსეთში, კურსკის ოლქში.

გენშტაბის ცნობით, თავდასხმის შედეგად ელექტრომომარაგების შეფერხებები ფიქსირდება კურსკის და  პონიროვსკის ოლქებში, სოლნცევსკისა და კურსკის რაიონებში.

“თავდასხმები უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეციალური ოპერაციების ცენტრის “A“ ძალებითა და საშუალებებით (SBU-ს TsSO “A“) თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან თანამშრომლობით განხორციელდა.

მტრის სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის შელახვის ღონისძიებები გაგრძელდება მანამ, სანამ დამპყრობლები არ შეწყვეტენ შეიარაღებულ აგრესიას უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. რუსული ინდუსტრია, რომელიც მუშაობს უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის, უკრაინის ლეგიტიმური სამიზნეა.

ეს ობიექტები, სხვა საკითხებთან ერთად,  რუსეთის რკინიგზის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს, რომელიც იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირებას მისი საოკუპაციო ჯარის მხარდასაჭერად ახორციელებს ",- წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics