11:05 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-08 17:36:11, 716 ნახვა

ომი უკრაინაში
ბორელი - რუსეთის ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი ყველა პირი პასუხს აგებს

რუსეთის ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი ყველა პირი პასუხს აგებს,- ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი რუსების მიერ კიევში, ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვას.

როგორც ბორელი სოციალურ ქსელში წერს, უკრაინას ახლა საჰაერო თავდაცვა სჭირდება.

"რუსეთი მშვიდობიანი უკრაინელი მოსახლეობის მიზანში ამოღებას აგრძელებს. დღევანდელი საჰაერო თავდასხმების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა, კიევის ყველაზე დიდი ბავშვთა საავადმყოფო "ოხმატდიტი" განადგურდა. უკრაინას ახლა საჰაერო თავდაცვა სჭირდება. რუსეთის ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი ყველა პირი პასუხს აგებს",- წერს ბორელი X-ზე.

ცნობისთვის, დღეს, 8 ივლისს რუსებმა კიევზე მასიური შეტევა განახორციელეს. ქალაქის რამდენიმე რაიონთან ერთად, ბავშვთა საავადმყოფო - "ოხმადტიტიც" დაიბომბა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics