05:58 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-26 12:24:45, 564 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ზელენსკიმ, რომელიც ოლქში გენერალური შტაბის ხელმძღვანელ ალექსანდრ სირსკისთან ერთად იმყოფებოდა, ქალაქ პოკროვსკიდან სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა.

როგორც სახელმწიფოს მეთაური ვიდეომიმართვაში აცხადებს, უკრაინელ ჯარისკაცებს  გაერთიანებული ძალების ახალი მეთაური, გენერალი ანდრიი გნატოვი პირადად წარუდგინა.

"გამიხარდა, რომ პირადად ვნახე და მადლობა გადავუხადე ჩვენს 110-ე და 47-ე ბრიგადებს, გმირ ბიჭებს. მადლობა გადავუხადე ჩვენს მედიკოსებს, კაცებსა და ქალებს, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს ასრულებენ...

ცალკე საუბარი მექნება კიევში ოფიციალურ პირებთან, რომლებიც უნდა იყვნენ აქ და სხვა რეგიონებში, ფრონტის ხაზთან ახლოს... გაკვირვებული ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ ზოგიერთი შესაბამისი თანამდებობის პირი აქ უკვე 6 თვეა არ ყოფილა. სერიოზულ საუბარი მექნება და მათთან დაკავშირებით შესაბამის დასკვნებს გავაკეთებ",- ამბობს ზელენსკი ვიდეომიმართვაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics