11:25 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-20 12:03:00, 587 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - 7 რუსული რაკეტიდან 2 ღამით გავანადგურეთ

20 აპრილის ღამეს რუსები თავს დაესხნენ უკრაინას ბალისტიკური და მართვადი საჰაერო რაკეტებით, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა გაუშვეს 3 ბალისტიკური რაკეტა "ისკანდერ-მ", 2 S-300/S-400 საჰაერო მართვადი რაკეტა ბელგოროდის რეგიონიდან, ასევე ორი Kh-59/Kh-69 მართვადი საჰაერო რაკეტა შავი ზღვიდან.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო ძალებმა გაანადგურეს 2 Kh-59/Kh-69 მართვადი საჰაერო რაკეტა. ასევე, სამხრეთის მიმართულებით განადგურდა 3 სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი - 2  „ორლან-10“ და ერთი „სუპერკამერა“.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics