11:34 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-07 14:55:39, 553 ნახვა

ომი უკრაინაში
ერმაკი - უკრაინელები, შესაძლოა, დაიღალნენ, მაგრამ რუსეთთან კომპრომისზე არ წავლენ

უკრაინელები, შესაძლოა, დაიღალნენ, მაგრამ რუსეთთან კომპრომისზე არ წავლენ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ერმაკის თქმით, საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მოსახლების განწყობა "კვლავ ძლიერია".

"ადამიანებმა, შესაძლოა, თქვან, რომ დაღლილები არიან, მაგრამ თუ ჰკითხავთ, სურთ თუ არა რუსეთთან კომპრომისზე წასვლა, ისინი ხაზგასმით ამბობენ უარს. და ის ფაქტი, რომ ხალხი უკრაინაში რჩება ოჯახებთან ერთად, დასტურია იმისა, რომ ზოგადად, ხალხის განწყობა კვლავ ძლიერია",- ამბობს ერმაკი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, მოსკოვთან შეთანხმება "ახლა სრულიად შეუძლებელია".

"რუსები არ არიან დაინტერესებული მოლაპარაკებებით. მათ სურთ უკრაინის კაპიტულაცია, მაგრამ ეს არასდროს მოხდება - ჩვენ ყველანი, ვინც უკრაინაში ვართ, არ მივიღებთ რამე კომპრომისს ჩვენს დამოუკიდებლობაზე, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობაზე, ჩვენს თავისუფლებაზე. პრეზიდენტი არასდროს დათანხმდება ისეთ რამეზე, როგორიც არის მინსკის შეთანხმებები ან გაყინული კონფლიქტი - ამაში დარწმუნებული ვარ",- აცხადებს ერმაკი.

მისივე თქმით, ქვეყანა დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს კვლავ საჭიროებს.

”ჩვენ ჯერ კიდევ კრიტიკულად გვჭირდება დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები, რადგან მათ გარეშე ჩვენთვის შეუძლებელია ჩვენი ქალაქების დაცვა",- განაცხადა ერმაკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics