2015-02-11 12:20:12, 444 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენი: ვაზაგაშვილების საქმის გამოძიებასთან შენიშვნა არ მაქვს
სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ზურაბ და იური ვაზაგაშვილების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე გამოძიებასთან შენიშვნები არა აქვს.
ომბუდსმენის თქმით, ის ვაზაგაშვილების საქმის მონიტორინს განაგრძობს.
„ჩვენ პერიოდულად ვითხოვთ ინფორმაციას, რომ გვქონდეს მასალები იმ საგამოძიებო მოქმედებების სახით, რომელიც ხორციელდება. შესაბამისად, ჩვენს საზოგადოებას თუ კი რაიმე კონკრეტული დარღვევის ფაქტი გამოიკვეთა საზოგადოებას აუცილებლად მივაწვდით აღნიშნულ ინფორმაციას. ამ ეტაპისთვის ამ საქმესთან დაკავშირებით შენიშვნები არ მაქვს“,-განაცხადა ნანუაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან