19:25 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-24 17:45:37, 895 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვა - ღვაწლმოსილი ექიმი, შოთა შარაძე დაჯილდოვდა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისთვის, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ქედის მუნიციპალიტეტის განყოფილების უფროსი, შოთა შარაძე სიგელით დააჯილდოვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"დღეს ჩვენ ვიმყოფებით აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, სადაც ექიმ შოთა შარაძის პროფესიული საქმიანობიდან გაცილების ღონისძიება იმართება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ბატონ შოთას 27 წლიანი გამოცდილება აქვს. სამინისტროს სახელით მადლობას ვეუბნებით გაწეული ღვაწლისთვის და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, სიკეთეს და წარმატებებს ახალ ეტაპზე" - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

მათი ცნობით, შოთა შარაძე პროფესიულ საქმიანობას 70 წლის ასაკში ასრულებს. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, 42 წლის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის 27 წლის განმავლობაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics