15:23 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-10 12:26:07, 541 ნახვა

სამართალი
სოფელ კვირიკეს მოქმედი და ყოფილი რწმუნებული სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს

საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფოს კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების, სამსახურეობრივი სიყალბის და ყალბი დოკუმენტების დამზადება - გამოყენების ფაქტზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს თემის ყოფილი და მოქმედი რწმუნებულები, ასევე ერთი  მოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. 

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა განიზრახა აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, მოსახლეობისათვის საკომპენსაციოდ გამოყოფილი თანხის მოტყუებით დაუფლება, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს თემის  ყოფილი და მოქმედი რწმუნებულების დახმარებით დაამზადა  მიწის ფლობის ყალბი ოფიციალური დოკუმენტები, რის საფუძველზეც საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან მოტყუებით მიიღო დიდი ოდენობით თანხა. 

მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 341-ე 342-ე  და 362-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე  ითვალისწინებს პატიმრობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
დენის ფასის გაზრდის მიუხედავად, ოცნებამ 157 ენერგეტიკულ კომპანიას 1 მილიარდი ლარის ჯარიმები აპატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics