03:24 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-07 16:35:45, 1264 ნახვა

რეგიონი
Expo Batumi-ის ორგანიზებით, სამედიცინო ტურიზმის, ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის მე-4 საერთაშორისო გამოფენა ExpoMed Batumi გაიხსნა

კომპანია Expo Batumi-ის ორგანიზებით, სამედიცინო ტურიზმის, ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის მე-4 საერთაშორისო გამოფენა ExpoMed Batumi გაიხსნა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გამოფენაში მონაწილეობას ღებულობს 60-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო სამედიცინო დაწესებულება.

უწყების ინფორმაციით, ExpoMed Batumi-ის მიზანია, საერთაშორისო და ადგილობრივი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ერთ სივრცეში გაერთიანება, რაც უზრუნველყოფს ახალი კონტაქტების დამყარებასა და სამომავლო თანამშრომლობას.

"გამოფენის გახსნის ცერემონიალს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ.

გამოფენაზე წარმოდგენილია სამედიცინო აღჭურვილობა და ხელსაწყოები, ერთჯერადი მოხმარების საგნები, სადიაგნოსტიკო აპარატურა, პრევენციული და​ პოსტდიაგნოსტიკური მკურნალობა, სამედიცინო და ზოგადი მომსახურება, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა, IT სისტემები, ორთოპედია, ფიზიოთერაპია/რეაბილიტაცია და სხვა.

პარალელურად იმართება საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია და B2B შეხვედრები. ასევე, სისხლის დონაციის აქცია ‘’გაეცი სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე’’. გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივობა და მასტერკლასი",- ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics