03:14 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-26 15:56:56, 1240 ნახვა

რეგიონი
ახალქალაქი „მუსიკალურ საღამოს“ მასპინძლობს [ვიდეო]

დღეს ახალქალაქი "მუსიკალურ საღამოს“ მასპინძლობს. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, ღონისძიება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება.

მათივე ინფორმაციით, ცენტრალურ პარკში, ამ დროისთვის, სამზადისი მიმდინარეობს - მონტაჟდება სცენა, ეწყობა საბავშვო გასართობი სივრცეები და პავილიონები.

"დღეს საღამოს 7 საათზე ახალქალაქის ცენტრალურ პარკში გაიმართება მუსიკალური საღამო. ამ წუთებისათვის მიმდინარეობს მზადება. ტერიტორიაზე იქნება მრავალი გასართობი საშუალება ბავშვებისთვის,  საღამო დაიხურება გალა-კონცერტით. ყველას გეპატიჟებით დღევანდელ საღამოზე, ერთად გავატაროთ საუკეთესო საღამო", - განაცხადა სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსმა, გიორგი მიქელაძემ. 

ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება და 22:00 საათამდე გაგრძელდება. მოსულ ადამიანებს ადგილზე დახვდება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, იქნება ქაფის შოუ, ბავშვებისთვის კი სახალისო თამაშები ჩატარდება, პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირები იზრუნებენ. 

საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ - ანსამბლი "შვიდკაცა" და ბენდი Mიხ2რა. 









ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics